რუმენიგემ ბაიერნის კორეელ სუპერტალანტზე ისაუბრა

რუმენიგემ ბაიერნის კორეელ სუპერტალანტზე ისაუბრა

მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გუნდის ახალგაზრდა აზიელი ტალანტის, ვუ-იუნ ჩუნის, განვითარებაზე ისაუბრა.

19 წლის სამხრეთ კორეელმა 2019 წლის სტარტზე მეორე გუნდში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და ნიკო კოვაჩმა მას პირველ გუნდშიც უხმო.

ბუნდესლიგის 24-ე ტურში, "მ.ბორუსიასთან" გასვლით თამაშში (5:1), ჩუნმა ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა და მოედანზე რამდენიმე წუთი დაჰყო.

"ბოლო პერიოდში მან სერიოზული პროგრესი განიცადა. ის თავაზიანი და საყვარელი ყმაწვილია.

ვფიქრობ, მინიმუმ 5 კლუბს დავასახელებ, რომლებიც მის მიმართ იჩენენ ინტერესს, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მან ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მიიღოს სათამაშო პრაქტიკა", - განაცხადა რუმენიგემ.

ვუ-იუნ ჩუნმა "ბაიერნის" მეორე გუნდის შემადგენლობაში 21 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.


12-03-2019, 13:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0