მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური თამაშის წინ "რეკორდმაისტერს" მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ბაიერნი" თუ "ლივერპული"? რა თქმა უნდა, "ბაიერნი".
ბოდიშს ვუხდი ინგლისელებს, მაგრამ მინდა, რომ მომდევნო ეტაპზე "ბაიერნი" გავიდეს. მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ.
ამ კლუბის ნაწილი ვარ, მათ მომცეს შესაძლებლობა, რომ გერმანიაში ფანტასტიკური სამი წელიწადი გამეტარებინა.
მიყვარს "ბაიერნი", მიუნხენი, იქაური ხალხი, იქ ბევრი მეგობარი მყავს.
მინდა, რომ "ბაიერნი" გავიდეს მომდევნო ეტაპზე, მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდებათ. "ბაიერნი" მიყვარს და სწორედ მათ ვქომაგობ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
პეპ გვარდიოლა მიუნხენურ გრანდს 2013-16 წლებში წვრთნიდა და გუნდს 7 ტიტული მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სამივეჯერ ნახევარფინალში დამარცხდა.