ბილბაო მზად არის მარტინესი დაიბრუნოს

ბილბაო მზად არის მარტინესი დაიბრუნოს

მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი უკანა ხაზელი, ხავი მარტინესი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

ახალი სეზონიდან "რეკორდმაისტერი" რევოლუციას და გუნდის გაახალგაზრდავებას გეგმავს, ესპანელი უკვე 30 წლისაა და თანაც მოედნის ცენტრში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

მარტინესის ბილბაოს "ატლეტიკში" შესაძლო დაბრუნებას ბასკური კლუბის პრეზიდენტი, აიტორ ელიზეგი, გამოეხმაურა: "თუ მოთამაშე თანახმა იქნება, კლუბი ყველაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად.

ხავის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს უპრობლემოდ გადავიხდით".

ხავი მარტინესი მიუნხენურმა გრანდმა 2012 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.


27-03-2019, 14:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2