ერნანდესმა ბაიერნში გადასვლა შეაფასა

ერნანდესმა ბაიერნში გადასვლა შეაფასა


მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მცველმა, ლუკა ერნანდესმა, გერმანულ გრანდში გადასვლა შეაფასა.

"ეს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. "ბაიერნი" ევროპასა და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ძალიან ამაყი ვიქნები მათთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლაში.

მინდა, რომ "ატლეტიკოს", ამ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ქომაგებს ამ წლების გამო მადლობა გადავუხადო. "ატლეტიკო" ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება.

ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ "ბაიერნში" კარიერაში ახალ ნაბიჯს გადავდგამ", - განაცხადა 23 წლის ფრანგმა.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა ერნანდესი ახალი სეზონიდან "ბაიერნს" შეუერთდება. მისი ტრანსფერი მიუნხენელებს 80 მილიონი ევრო დაუჯდათ.


28-03-2019, 02:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2