ბოატენგი ბორუსიასთან თამაშის შემდეგ წვეულების მოწყობას აპირებს

ბოატენგი ბორუსიასთან თამაშის შემდეგ წვეულების მოწყობას აპირებს

6 აპრილის ღამეს, დორტმუნდის "ბორუსიასთან" უმნიშვნელოვანესი თამაშის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, წვეულებას აწყობს.

ეს წვეულება მისი ახალი ჟურნალი "Boa-ს" პრეზენტაციას მიეძღვნება - ბოა საღამოზე ბერლინელ დიჯეებსა და "ბაიერნის" მოთამაშეებს ეპატიჟება.

საინტერესოა, რომ ამის თაობაზე დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულ დირექტორს, მიხაელ ცორკს, ჰკითხეს თვლიდა თუ არა ის ამ ყველაფერს "ყვითლების" მოთამაშეების ერთგვარ პროვოკაციად.

"ჩემთვის სულ ერთია თუ რას აკეთებენ "ბაიერნის" მოთამაშეები საღამოობით", - უპასუხა ცორკმა.

26 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგას 60-60 ქულით "ბაიერნი" და "ბორუსია" ლიდერობენ.

"ალიანს არენაზე" ძალიან მნიშვნელოვანი "დერ კლასიკერი" 6 აპრილს, ჩვენი დროით 20:30 საათზე, გაიმართება.


28-03-2019, 13:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2