ბერლინის "ჰერტას" გამოცდილმა თავდამსხმელმა, სოლომონ კალუმ, რომელიც "ლილის" ყოფილი მოთამაშეა, ნიკოლა პეპეს მიუნხენის "ბაიერნში" პოტენციური ტრანსფერი შეაფასა.
23 წლის უნიჭიერესი ფრანგი მოთამაშე "ძაღლების" რიგებში შესანიშნავად გამოიყურება და მიმდინარე სეზონში 34 თამაშში 20 გოლი გაიტანა, 11 ასისტი გააკეთა.
პეპეს მიუნხენური გრანდი აკვირდება და მის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.
"ბაიერნი" რობენისა და რიბერის შემცვლელების ძიებაშია და ვფიქრობ, ნიკოლა პეპეს შესაფერისი პროფილი გააჩნია.
მას გააქვს ფანტასტიკური გოლები და აკეთებს შთამბეჭდავ საგოლე გადაცემებს. მისი თამაში "ბაიერნს" იდელურად ერგება", - განაცხადა 33 წლის კოტ,დიუვარელმა.
სოლომონ კალუ "ლილის" ღირსებას 2012-14 წლეში იცავდა.