დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.
წილისყრის შემდგომ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვიცით, რომ იტალიურ გუნდებთან თამაში მარტივი არასდროს არის."
"კლოზესთვის ეს განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება, რადგან ის "ლაციოში" თამაშობდა. ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩს ვუყურე და რომაელებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე მაქვს." - აცხადებს ფლიკი.