მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა.
წყაროს ცნობით, Amazon Prime-თან შეთანხმების შედეგად ეს უკანასკნელი "რეკორდმაისტერზე" დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რისი საშუალებითაც ქომაგებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო უკეთ გაეცნონ გუნდის შიდა სამზარეულოს.
როგორც ცნობილია, ფილმი სულ ექვსი სერიისგან იქნება შემდგარი და მას 2021 წლის შემოდგომაზე ვიხილავთ. მასში აღწერილი იქნება გასულ სეზონში მოგებული ტრებლი, მომავალი საკლუბო მუნდიალი, ვარჯიშები, დიალოგები და სხვა.
Amazon-მა მსგავსი სახის დოკუმენტური ფილმები "სიტისა" და "ტოტენჰემის" შესახებაც გადაიღო. თუმცა, "ბაიერნის" შემთხვევაში ეს ოდნავ განსხვავებული იქნება და მთავარი აქცენტი გაკეთებული იქნება კლუბსა და მის ისტორიაზე, ნაცვლად მწვრთნელებისა და მათი ხედვების.