მიუნხენის "ბაიერნმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს საინტერესო ტრანსფერო განახორციელა. კლუბმა ამომავალი ვარსკვლავი, ჯასტინ ჩე დაიმატა.
17 წლის ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური მცველია. მიუნხენელები სავარჯიშო სესიების დროს მისი ფიზიკური მომზადებით მოიხიბლნენ და კლუბმა ტრანსფერი მალევე დახურა.
ჩე "რეკორდმაისტერს" ექვსთვიანი იჯარით შეუერთდა. გარდა ამისა, კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება და დიდი ალბათობით, გამოიყენებს კიდეც ამ უფლებას.
ამერიკელი ფეხბურთელი ამჟამად "დალასის" საკუთრება გახლავთ. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ეროვნულ ნაკრებში.