ჟერომი შესაძლოა დარჩეს  ბოატენგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ჟერომი შესაძლოა დარჩეს ბოატენგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილ ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს, თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"Sky-მ" უარჰყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოატენგის გადაბირებას მილანის "ინტერი" ცდილობს და გაავრცელა, რომ ჟერომს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავს.

30 წლის გერმანელი საბოლოო არჩევანს გერმანიის თასის ფინალის შემდეგ გააკეთებს და არ არის გამორიცხული, რომ კლუბში დარჩეს.

ჟერომ ბოატენგი "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მიმდინარე სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.


21-05-2019, 13:45
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2