გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.
პოლონელი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება და ის ძალიან ახლოს არის გერდ მიულერის საოცარი რეკორდის მოხსნამდე.
ლევანდოვსკის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის რეკორდი კი სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელს ეკუთვნის, რომელმაც 1971/72 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.
მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი დარჩენილ 10 ტურში 9 გოლის გატანას შეძლებს, მიულერის რეკორდს გაიმეორებს. 10 გოლის შემთხვევაში კი სულაც სრულიად ახალ რეკორდს დაამყარებს.