მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერლინ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.
"ჰოლანდის ტრანსფერი? არც კი ვიცი საიდან გაჩნდა ეს ჭორები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა ჩვენ ამ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს."
"ლევანდოვსკის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ის საოცარ ფორმაშია და მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ვეჭვობ, რომ დასასრული ახლოს იყოს."
"ამჟამად ლევანდოვსკი თავისი ფორმის პიკშია და ახალი რეკორდების მოხსნას უმიზნებს." - აცხადებს რუმენიგე.