რიბერი შესაძლოა დარჩეს  რუმენიგემ განცხადება გააკეთა

რიბერი შესაძლოა დარჩეს რუმენიგემ განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ფრანკ რიბერის მომავალზე ისაუბრა.

"ჩვენ ფრანკის წყალობით ბევრი ტიტული მოვიგეთ. ვიცი, რომ ფეხბურთში ყოველთვის არ არის აღიარებისა და მადლიერების დრო, მაგრამ რიბერი ნამდვილად ძალიან მომწონს.

მიმდინარე სეზონში ის კარგად გამოიყურება. მას და მის აგენტს გავესაუბრებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როგორი იქნება ჩვენი საბოლოო არჩევანი", - განაცხადა კალე რუმენიგემ.

35 წლის ფრანგი "რეკორდმაისტერის" ღირსებას უკვე 12 წელია იცავს და მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

რიბერიმ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 25 თამაშში 5 გოლი გაიტანა.


17-02-2019, 00:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2