ნოიერი ძალიან მოტივირებული ვიყავი

ნოიერი ძალიან მოტივირებული ვიყავი

მიუნხენური გრანდის კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, გერმანიის თასის მოგებაზე ისაუბრა.

"ამ ფინალზე დიდი მოტივაცია მქონდა. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი იმისათვის, რომ საკუთარი მზადყოფნა დამემტკიცებინა.

არიენის, ფრანკისა და რაფინიას გამო მიხარია. ჩვენ მათ დუბლით დავემშვიდობეთ. ისინი "ბაიერნის" მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათ გარეშე ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდით", - განმარტა მანუმ.

33 წლის გერმანელმა სეზონის ბოლოს რამდენიმე კვირა გამოტოვა, მაგრამ "ბაიერნს" ფინალამდე დაუბრუნდა და ბერლინში ორი საოცარი ბურთიც მოიგერია.

ნოიერის კარგი თამაშის წყალობით მიუნხენელებმა ფინალი "ლაიფციგს" 3:0 მოუგეს და დუბლი გაიფორმეს.


26-05-2019, 14:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2