ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და დაუზავდა - 2:2.
ამრიგად, ბუნდესნაკრებმა 4 ქულის დაგროვება მოახერხა და F ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
1/8 ფინალში იოახიმ ლიოვის შეგირდები ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 29 ივნისს, ლონდონში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.