მიუნხენელები ლივერპულზე საუბრობენ

მიუნხენელები ლივერპულზე საუბრობენ

მიუნხენის "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელმა "ლივერპულთან" დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირება გადაწყვიტა.

ნიკლას ზიულე: " რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშს. ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შანსია, რათა ვაჩვენოთ, თუ როგორი გუნდი ვართ. ეს დუელი მოგვცემს შანსს, დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ ძლიერები ვართ."

რობერტ ლევანდოვსკი: " ჩვენ კარგად უნდა ვფლობდეთ ბურთს, შევუტიოთ, დავრჩეთ მშვიდად და, იმედია, კარგ შედეგსაც მივიღებთ."

მატს ჰუმელსი: " ჩემთვის სულერთია, ამბობს თუ არა ვინმე, რომ ის ფავორიტია. არაფერს ნიშნავს ის, რომ შენ ხარ ფავორიტი თამაშში, ამასთან, არც იმას აქვს უპირატესობა, ვინც აუტსაიდერად ითვლება. "ლივერპული" - გამოჩენილი გუნდია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ამაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს, ბოლოსდაბოლოს, წინა წელს მათ ფინალამდე მიაღწიეს, ახლა კი, პრემიერ-ლიგის ლიდერები არიან. მე აქ ერთხელ ვითამაშე. ატმოსფერო, მართლაც, გასაოცარია, შენ უნდა იბრძოლო 90 წუთის განმავლობაში ან დამარცხდე. ეს იქნება ნამდვილი გამოცდა."

"ბაიერნი" "ლივერპულს" 19 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, დაუპირისპირდება.


18-02-2019, 02:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0