ზიულემ სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასა

ზიულემ სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასა


გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზიულემ, ლეროი სანე დაახასიათა.

"ლეროი გამორჩეული მოთამაშეა და მისი დამატებით მიუნხენის "ბაიერნი" ძალიან კარგ ნაბიჯს გადადგამს. ის არამხოლოდ ჩინებული მოთამაშე, არამედ დიდებული პიროვნებაცაა.

ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ლეროი გადმოვა, მაგრამ საქმეში ჩარევა არ მსურს. თუმცა ვფიქრობ, მან იცის, რომ "ბაიერნი" დიდებული კლუბია", - განაცხადა ზიულემ.

"მანჩესტერ სიტის" გარემარბით "რეკორდმაისტერი" ინტერესდება და ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ლეროი სანემ გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა.


5-06-2019, 00:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2