მიუნხენ ბაიერნის ცენტრალური მცველი იოსიპ სტანისიჩი ამიერიდან ხორვატიის ნაკრების სახელით ითამაშებს.
მას დებიუტი ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ ექნება. აღნიშნული დაპირისპირება 2 სექტემბერსაა ჩანიშნული.
სტანისიჩი გერმანიაში დაიბადა და გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების სახელითაც უთამაშია, მაგრამ მისი მშობლები ხორვატები არიან. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა 21 წლის ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებაზე მთავარი როლი ითამაშა.