რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის სუპერთასის ფინალური შეხვედრა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსია 3:1 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვება ბავარიელთა მთავარი მწვრთნელისთვის განსაკუთრებული გამოდგა - ნაგელსმანმა პროფესიონალურ სამწვრთნელო კარიერაში თავისი პირველი ტიტული მოიგო. რაც შეეხბა ბაიერნს, ეს გუნდისთვის მეცხრე გერმანიის სუპერთასი გამოდგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაგელსმანმა გამარჯვება ბაიერნის ყოფილ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს მიაწერა:
'გამარჯვების აღსანიშნად ბევრი დრო არ გვაქვს. ეს ტიტული გასული სეზონის დამსახურებაა - ის ჰანსი ფლიკმა მოიგო ამ გუნდთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ თასის მოგება სხვა ადამიანის დამსახურბა უფროა, ვიდრე ჩემი.' - განაცხადა ნაგელსმანმა.