მიუნხენის ბაიერნი 2020 წლის ზაფხულში, ბარსელონას ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.
გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა 8:2 დამარცხების შემდეგ, უმალვე 45 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა იმ პერიოდში ბარსელონამ პედრის გაშვებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ბარსელონას ლას პალმასისთვის (საიდანაც პედრი დაიმატეს), თანხა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გადაუხიდა - 12 მილიონიდან 4 მილიონი ევრო ჯერ კიდევ დასაფარია.