ცოტა ხნის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, სადაც ბაიერნი ლაიპციგს ესტუმრა და მეტოქე 1:4 გაანადგურა.
დღევანდელი შეხვედრის 12-ე წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახნსა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
ბაიერნის თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა მეორე ტაიმის სტარტზევე მოედანზე 18 წლის ახალგაზარდა ჯამალ მუსიალა შემოიყვანა, რომელმაც შემოსვლიდან 2 წუთში ბაიერნის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ძალიან მალე კი ლეროი სანესაც გაატანინა.
ლაიპციგმა ერთი ბურთის გაქვითვა 58-ე წუთზე მოახერხა, შეხვედრას საბოლოო წერტილი 92-ე წუთზე კი ასევე შეცვალე შემოსულმა ჩუპო მოტინგმა დაუსვა.
იხილეთ დღევანდელი მატჩის ვიდეო მიმოხილვა: