ბაიერნის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა:
'კარგ ფორმასა და კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ. თამაშს კიდევ მინიმუმ 4 წელი ვაპირებ - ამაში დარწმუნებული ვარ.
ამ ზაფხულს კარიერაში საუკეთესო შედეგები მქონდა. თუ ერთი წლის წინ 27 წლის ვიყავი, ახლა 25-26 წლის ვარ.
ჩემი სტატისტიკა საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე მქონია. 33 წელი მხოლოდ ციფრებია და ჩემს რეალურ ასაკას სინამდვილეში არ ასახავს', - განუცხადა ლევანდოვსკიმ Bild-ს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ბაიერნის მაისურით 6 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლია.