ტიაგომ ბეილის პოტენციური ტრანსფერი შეაფასა

ტიაგომ ბეილის პოტენციური ტრანსფერი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, მადრიდის "რეალის" ბრიტანელი გარემარბის, გარეთ ბეილის, შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

"ბედნიერი ვიქნები ნებისმიერი მაღალი კლასის მოთამაშით, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს. კლუბის კარს მას სიხარულით გავუხსნით.

ბეილი მართლაც თამაშობს იმ პოზიციებზე, რომლებზეც რიბერი და რობენი თამაშობდნენ. თუ გარეთი კარიერის ჩვენთან გაგრძელებას მოისურვებს, ბედნიერები ვიქნებით", - განაცხადა 28 წლის ესპანელმა.

"რეკორდმაისტერი" რიბერი-რობენის თანდემის შესაცვლელად გარეთ ბეილსაც განიხილავს - უელსელს ახლა მადრიდულ კლუბში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა აქვს.

30 წლის გარეთ ბეილმა გასულ სეზონში სულ 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.


23-07-2019, 11:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2