რუმენიგე ბაიერნი რამდენიმე ტრანსფერს კიდევ განახორციელებს

რუმენიგე ბაიერნი რამდენიმე ტრანსფერს კიდევ განახორციელებს

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "მილანთან" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრის წინ მთლიანი ამერიკული ტურნე შეაჯამა და საკადრო მდგომარეობაც შეაფასა.

"რეკორდმაისტერმა" ამხანაგურ ტურნირზე ორი მატჩი ჩაატარა: ლონდონის "არსენალთან" 1:2 დამარცხდა, ხოლო შემდეგ მადრიდის "რეალს" 3:1 მოუგო.

"ეს ყველაზე წარმატებული ტურია მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. 11 სავარჯიშო სესია გვქონდა და მთელი ტურნე საოცარი გამოვიდა.

"რეალის" წინააღმდეგ გამოჩნდა, რომ კარგი გუნდი გვყავს: დაწყებული მეკარით დასრულებული თავდამსხმელებით. წავიკითხე, რომ ტონი კროოსმაც იგივე თქვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე ტრანსფერს კიდევ მივიყვანთ ბოლომდე. თუმცა ამ თემაზე არანაირ დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა რუმენიგემ.

"ბაიერნმა" ახალი სეზონისთვის ახალგაზრდა ტალანტები დაიმატა: ბენჟამენ პავარი, ლუკა ერნანდესი და იან ფეტ არპი.


24-07-2019, 02:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2