გვარდიოლა თუ სანე წავა ძალიან მეწყინება

გვარდიოლა თუ სანე წავა ძალიან მეწყინება

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლეროი სანეს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მას კარგი თამაში ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

ის არის ბიჭი, რომელსაც ძალიან ვაფასებთ, ის ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მას მეტი შეუძლია. ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც მითქვამს, რომ ჩვენ მისი დარჩენა გვინდა.

სწორედ ამიტომ მიიღო მან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთავაზება, ახლა კი ყველაფერი მის ხელშია, ჩვენ ვერაფერს გადავწყვეტთ.

თუ ლეროის წასვლა მოუნდება, ნამდვილად მეწყინება. იმედი მაქვს, ის დარჩება", - განაცხადა პეპმ "კიტჩისთან" ამხანაგური მატჩის (6:1) შემდეგ.

23 წლის გერმანელ შემტევს მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად აკვირდება და მის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.


25-07-2019, 00:31
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2