მოგეხსენებათ, ბენფიკასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიერნის მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა და აღნიშულ შეხვედრაში გუნდს მისი ასისტენტი გაუძღვა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რეკორდმაისტერის 5 მოთამაშეს დღემდე არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რაც კლუბში კარანტინის საშიშროებას ბადებს.
პრესაში ფეხბურთელთა სახელები არ სახელდება, თუმცა მათ ტესტების გაკეთება მოუწევთ, რათა თავიდან აიცილონ კარანტინი.