მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი კორონა ვირუსის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება და გუნდს დროებით ვერ ეხმარება.
გერმანელმა სპეციალისტმა ვიდეო ინტერვიუში გუნდის ფრანგ გარემარბზე კინგსლი კომანზე ისაუბრა და ბაიერნიდან მის შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი:
'კომანის გამორჩეული ბიჭია, წარმოუდგენელი პიროვნული თვისებებით, რომელიც საბედნიეროდ კვლავ ჯანმრთელია.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. მე სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან სამომავლოდ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში', - თქვა ნაგელსმანმა.