მათეუსი ჰიონესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მათეუსი ჰიონესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, ული ჰიონესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნის" ლეგენდარული პრეზიდენტი, ული ჰიონესი, თანამდებობიდან ნოემბერში გადადგება.

"სულაც არ ვარ გაოცებული. როგორც ჩანს, მან ეს გადაწყვეტილება თავისი თავისა და ოჯახის გამო მიიღო.

თუმცა არამგონია, რომ ულიმ "ბაიერნს" თავი დაანებოს. ის საკუთარ აზრებს კლუბის სხვა წარმომადგენლებს საპატიო პრეზიდენტის ან მრჩეველის რანგში გაუზიარებს", - განაცხადა მათეუსმა.

ული ჰიონესი უკვე 40 წელია "ბაიერნის" სამსახურშია, ხოლო პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს.


29-07-2019, 18:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2