მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მასთან მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ, ის კვლავ მსიფლიოს საუკეთესო მეკარეა, ფეხით თამაშში უბრალოდ შეუდარებელია და ასევე წარმოუდგენლად სწრაფი რეფლექსები აქვს."
"აქამდე მას მხოლოდ ტელევიზორის მეშვეობით ვადევნებდი თვალყურს, ახლა კი როდესაც ის ჩვენთან ერთადაა ამით ძალიან ბედნიერი ვარ." - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ნოიერმა ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ 6-ჯერ შეინახა.