გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა სომხეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა:
'ეს იქნება სომხეთის უკანასკნელი საშინაო შეხვედრა 2021 წელს, ისინი ძლიერ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ამიტომ მოტივირებულები იქნებიან.
თუმცა, ჩვენ მათი შეჩერება გვსურს. ჩვენი მიზანია წელი გამარჯვებით და 3 ქულით დავასრულოთ', - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ეროვნული ნაკრების სომხეთის წინააღმდეგ მატჩს 14 ნოემბერს, სტუმრად გამართავს.