ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელზე კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა:
'ის, რაზეც იტალიაში ფიქრობდნენ, რეალ მადრიდში უკვე მომხდარი იყო, როცა რონალდო 2018 წელს გაყიდეს, ესპანეთში ფიქრობდნენ, რომ ტვირთისგან გათავისუფლდებოდნენ, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თავლსაზრისით.
მიუხედავად მისი ასაკისა, პორტუგალიელი რეგულარულად იტანს - ის თითქმის 37 წლისაა და მაინც წარმოუდგენელ ფიზიკურ ფორმაშია, ეს ჩემი თვალითაც ვნახე - როცა იუვენტუსის ბაზაზე ვიყავი, გასახდელში წავაწყდი, მისი კუნთები დავინახედა გავოცდი. რონალდო 22 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა', - თქვა რუმენიგემ.