გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის ბორუსიას შემტევმა, მარკო როისმა ტომას მიულერთან კონკურენციის შესახებ კომენტარი გააკეთა:
'ჩემთვის არაფერია დასამტკიცებელი და არაფერი უშლის ხელს რომ ორივემ ერთდროულად ვითამაშოთ, მე და მიულერი კარგად ვავსებთ ერთმანეთს.
ჩვენს თავს დავახასიათებდი, როგორც თავისუფალი სივრცის მოთამაშეებს. ჩვენ ვტრიალებთ, ვდგავართ სხვადასხვა სივრცეებში, ღრმად მივდივართ და ბევრს დავრბივართ მთელი თამაშის განმავლობაში', - განაცხადა როისმა.