მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ლიონელ მესის და სერხიო რამოსის პსჟ-ში გადასვლაზე ისაუბრა:
'ის რაც ახლა პარიზში ხდება, ერთ წელზე გათვლილი გეგმაა. პირადად მე, ყველაფერს რაც გამაჩნია არასდროს ვდებ ერთ რამეზე იმ მიზეზით, რომ ხალხი 1-2 წელი მილოცავდეს, შემდეგ კი ყველაფერი ჩემს ზურგს უკან დაიმსხვრეს.
როცა ჩვენ ბაიერნში ვაკეთებთ რაღაცას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს 3-4 წელზე გათვლილი უსაფრთხო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ერთ მომენტში არ დაიშალოს', - განაცხადა ჰიონესმა.