Матч ТВ-ზე სტუმრობისას არსენალისა და ევერტონის ყოფილმა სკაუტმა პაველ კუჩეროვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
'იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ინდივიდუალური მონაცემები და პოტენციალი აქვს ხვიჩას, მისთვის საუკეთესო ვარიანტი მანჩესტერ სიტია. იქ ფეხბურთელები სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ხვიჩას კარგად ესმის.
რა თქმა უნდა, დღეს ის სიტისთვის მზად არ არის. ასე რომ, მოთამაშის წარმომადგენლები დილემის წინაშე არიან. რა სჯობს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ახლავე თუ კარიერის სწორი განვითარება", აცხადებს კუჩეროვი.
მისთვის კარიერის განვითარების კარგი ვარიანტი იქნებოდა აიაქსი. ეს კლუბი და ეს ფეხბურთელი ერთმანეთს 100%-ით შეეფერებიან. კვარაცხელიას შეუძლია ნიდერლანდებში შესანიშნავი სეზონი შემოგვთავაზოს, გამოჩნდეს ჩემპიონთა ლიგაში. ასევე ძალიან კარგად შეეფერება ის ბაიერნს. შესაძლოა, დღესვე არა, მაგრამ მიუნხენში ის თავის შანსს აუცილებლად მიიღებდა', - თქვა კუჩეროვმა.