ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბაიერნში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო:
'მოურინიო ჩვენი სამიზნე იყო და უნდა აღინიშნოს, რომ თავად მწვრთნელიც თანახმა იყო გერმანიაში გადმობარგებაზე და ბაიერნის გაწვრთნაზე.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი თეორიულ დონეზე დარჩა, რადგან იმ მომენტში ხელმძღვანელობამ სხვა თვისებების მქონე სპეციალისტის მოწვევა გადაწყვიტა.
პირადად მე მოურინიოს უდიდეს პატივს ვცემ და რომაში წარმატებებს ვუსურვებ, მიმაჩნია რომ ის დიდებული მწვრთნელია', - განაცხადა რუმენიგემ.