გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის J ჯგუფი სრული დომინაციით - პირველ ადგილზე დაასრულა.
ჰანს ფლიკის გუნდმა ჩატარებული 10 მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო, რაც შეეხება ბურთების სხვაობას ბუნდესნაკრებმა 36 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 4 გოლი მიიღო.
საინტერესოა, რომ ოთხივე გაშვებული გოლის დროს გერმანიის ნაკრების კარს ტერ შტეგენი იცავდა. ბარსელონას მეკარემ 2 გოლი ჩრდილოეთ მაკედონიისგან, თითო-თითო კი რუმინეთისგან და სომხეთისგან გაუშვა.