მას შემდეგ, რაც ლევანოდვსკიმ ბაიერნის დატოვების სურვილი და ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა დაანონსა, მისი შესაძლო ტრანსფერით სპეკულაციები დღესაც გრძელდება ...
თუმცა, გერმანულ პრესაში ბაიერნის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - როგორც იწერება, ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი ამ ზაფხულს ბაიერნის ბოსებს შეხვდება, რათა პოლონელი ფორვარდის ახალ კონტრაქტზე დაილაპარაკონ.
როგორც მოგეხსენებათ, ბაიერნი და ლევანდოვსკი ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ლევანდოვსკის მთავარი მოთხოვნაა, რომ მუდმივად სასტარტოს ფორვარდად განიხილებოდეს.
შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ ლევანდოვსკი მაინც დატოვებს ბაიერნს, მისი გადაბირების ყველაზე დიდი შანსი რეალ მადრიდს და მანჩესტერ სიტის ექნება.