გერმანიისა და ლიხტენშტაინის მატჩში იენს ჰოფერმა ბაიერნის შუახაზელს ფეხი ყელში იმდენად ძლიერად მოარტყა, რომ გორეცკას ექიმების დახმარება დასჭირდა.
ჰოფერი მთავარმა არბიტრმა მაშინვე მოედნიდან გაააძევა - ლიხტენშტაინის მცველს ეტყობოდა, რომ განზრახ უხეშად არ უთამაშია და მომხდარი ძალიან განიცადა. გორეცკა მასთან მივიდა, გადაეხვია და მოედნიდან გააცილა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაიერნის ფეხბურთელმა ჰოფერს საჩუქრად მატჩის შემდეგ საკუთარი მაისური გადასცა:
'მომხდარის გამო ძალიან დამწუხრებული იყო - ფეხბურთელის ასეთი სინანული უხეშობის გამო არასდროს მინახავს, ამიტომაც გადავწყვიტე მისთვის მატჩის შემდეგ საკუთარი მაისური მეჩუქებინა', - განაცხადა გორეცკამ.
იხილეთ: ლეონ გორეცკა ლიხტენშტეინთან უმძიმეს ტრავმას გადაურჩა (ვიდეო)