გნაბრიმ შესაძლოა სუპერთასი გამოტოვოს

გნაბრიმ შესაძლოა სუპერთასი გამოტოვოს

აუდის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგა.

პირველი ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრიმ მოედანი დატოვა და ადგილი თომას მიულერს დაუთმო.

როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, 24 წლის გერმანელმა ბარძაყის მსუბუქი დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, გნაბრი აუდის თასის ხვალინდელ ფინალს ლონდონის "ტოტენჰემთან" გამოტოვებს და შესაძლოა გერმანიის სუპერთასის მატჩამდეც ვერ მომჯობინდეს.

მიუნხენური გრანდი გერმანიის სუპერთასის ტიტულისთვის დორტმუნდის "ბორუსიას" "სიგნალ იდუნა პარკზე" 3 აგვისტოს შეხვდება.


31-07-2019, 04:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2