მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა აუგსბურგთან გასამართი შეხვედრა იმ ადამიანთან კონტაქტის გამო გამოტოვა, რომელიც შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული.
ნაგელსმანმა გუნდში ვაქცინისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
'ცხადია ეს თემა ყველას აღიზიანებს - პირადად მე ყველა ფეხბურთელს ერთნაირად ვეპყრობი, აცრილსაც და არავაქცინირებულსაც. ჩემთვის ისინი არც უკეთესები არიან და არც უარესები.
მათთან ამაზეც ვსაუბრობ, მაგრამ ძირითადად სპორტულ თემებზე ვამახვილებ ყურადღებას - აი, რატომ ვარ მწვრთნელი და არა პანდემიასთან მებრძოლი', - განაცხადა ნაგელსმანმა.