როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მიუნხენის ბაიერნი მზადაა ბარსელონას ახალგაზრდა მოთამაშის ხელში ჩასაგდებად საკუთარი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს.
საუბარია პედრიზე, რომელიც სულ ახლახანს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
მიუნხენელები მზად არიან 18 წლის ფეხბურთელს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი გადაუხადონ, ვიდრე ის დღეს ბარსელონაში იღებს.
გარდა სოლიდური ხელფასისა, ბაიერნი მზადაა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელოს - აქამდე, რეკორდმაისტერის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ლუკას ერნანდესია, რომელიც ატლეტიკოსგან 80 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს ბაიერნს პედრის სანაცვლოდ, თუმცა როგორც AS-ი იტყობინება, ბაიერნი ყველანაირი მოლაპარაკებისთვის მზადაა და ახალგაზრდა ესპანელის ყიდვა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი.
არ არის გამორიცხული, ტრანსფერი ამ ზამთარს ან მომავალ ზაფხულს დადასტურდეს.
ტრანსფერს ერთი გარემოება აბრლოკებს - პედრიმ ახლახანს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026-წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო გამოსასყიდ თანხად კლუბმა 18 წლის ტალანტს 1 მილიარდო ევრო ჩაუწერა.