ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ დრომდე ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლიონელ მესის მიიჩნევდა, მაგრამ მისი აზრი ამ საკითხზე შეიცვალა, რაზეც საკუთარ გამომწერებთან ისაუბრა:
გამომწერი: 'ადრე თქვი, რომ მესი მოიგებდა ოქროს ბურთს, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალე და იგივეს ლევანდოვსკიზე ამბობ - რა შეიცვალა?
ფაბრიციო: 'პირველ რიგში, მე ეს როგორც სიახლე ისე არ დამიანონსებია, ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის ოქროს ბურთის მოგება ჩემი პირადი აზრი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი შეხედულება რაღაცეებმა და ვიღაცეებმა შეცვალეს.'