როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ მიუნხენის ბაიერნის აქციონერთა ყოველწლიური შემაჯამებელი კრება გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად ხმაურიანი და დაძაბული შეხვედრა აქამდე არასდროს ყოფილა.
შეხვედრის ბოლოს, აქციონერები რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს დაუპირისპირდნენ - ისინი პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს უსტვენდნენ, უყვიროდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.
დაპირისპირების მთავარი მიზეზი, Qatar Airways-თან სასპონსორო თანამშრომლობის შესაძლო გაგრძელება იყო, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგია, ამის მიზეზი კი კატარში ადამიანების უფლებების მუდმივი დარღვევაა. წლებია, კატარს ამის გამო ძალიან ბევრი აკრიტიკებს - ახალხანს კი ბაიერნსი ქომაგებმა სტადიონზე სპეციალური ბანერიც გადმოფინეს, წარწერით - 'ფულისთვის ყველაფერს გავრეცხავთ'