როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ მიუნხენის ბაიერნის აქციონერთა ყოველწლიური შემაჯამებელი კრება გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად ხმაურიანი და დაძაბული შეხვედრა აქამდე არასდროს ყოფილა.
აღნიშნულ შეხვედრას ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესიც ესწრებოდა, რომელიც სტუმრის რანგში იყო მიწვეული, მოგვიანებით კი გერმანულ გამოცემა kicker-თან ინტერვიუში შემდეგი განაცხადა:
'ჯერ კარგად უნდა გამოვიძინო, მანამდე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ყოველწლიური კრება მათ შორის, რაც მიუნხენის ბაიერნში ოდესმე მინახავს', - განაცხადა ჰიონესმა.
ასევე: სტვენა და ხმაური სხდომაზე - აქციონერები რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ