პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა, რომელმაც გამოკითხვაში მიუნხენის ბაიერნის პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
დაჯილდოების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმაც გააკეთა:
'ვულოცავ ლიონელ მესის გამარჯვებას, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი იმსახურება ოქროს ბურთს, ისიევ როგორც, წლის გოლეადორის წოდებას, რადგან ის ყოველდღიურად ყველასგან გამორჩეულ და განსხვავებულ თამაშებს აჩვებებდა წლების განმავლობაში', - განაცხადა კანმა.