პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა, რომელმაც გამოკითხვაში მიუნხენის ბაიერნის პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
დაჯილდოების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმაც გააკეთა:
'ლევანდოვსკისთვის ოქროს ბურთ არ მოუპარავთ, მაგრამ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოს იმსახურებდა.
გასაკვირი სულაც არაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ გულშემატკივარს გაუჭირდა ამ პრესტიჟული ღონისძიების შედეგის დაჯერება. ორშაბათი, ლევანდოვსკის პირველი ოქროს ბურთის ზეიმით უნდა დასრულებულიყო.
გულითადი მილოცვა მესის, ის შთამბეჭდავი ფეხბურთელია და მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა, მაგრამ ამჯერად 2021 წლის ოქროს ბურთი მას არ ეკუთვნოდა - ის, რობერტ ლევანდოვსკის უნდა მოეგო', - განაცხადა პოლონელი ფეხბურთელის აგნეტმა.