როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში გუნდის გამოცვლა სურს.
წყაროს მტკიცებით, პოლონელ ფორვარდს მადრიდული კლუბი და მისი ამბიციები ხიბლავს და უკვე დიდი ხანია, რაც იქ თამაში სურს. ცოტა ხნის წინ, ლევანდოვსკიმ საკუთარ აგენტს, პინი ზაჰავის აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება დაავალა.
33 წლის ფორვარდის დამატებით მადრიდის რეალიც დაინტერესებულია, თუმცა მათთვის პრიორიტეტი დორტმუნდის 21 წლის ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერია.