დღეს, ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრა და მეტოქე 2:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხევდრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ერლინგ ჰოლანდმაც გააკეთა, რომელმაც უკმაყოფილება ვერ დამალა:
'ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა მსაჯის ასპექტით, სკანდალური გამოდგა.
მარკო როისზე აშკარა პენალტი იყო! მსაჯს ვკითხე: 'რატომ არ წახვედი და ეპიზოდი ვარზე რატომ არ გადაამოწმე?" მან კი, როგორც ამპარტავანმა ისე მიპასუხა, 'ამის საჭიროება არ არის'
ახლა, ცოტა დამშვიდება მჭირდება..', - განაცხადა ჰოლანდმა.