ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, ბეტისთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ბაიერნთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:
'ოთხშაბათს კიდევ ერთი ფინალი გველოდება. აღარ შეგვიძლია დამარცხება - ვხედავ, რომ გუნდს შეუძლია მიუნხენში ჩასვლა და გამარჯვება, პირველ რიგში ეს არის ჩვენი მიზანი, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს.
საბედნიეროდ, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. მივდვიართ მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს მოედანზე (ალიასნ არენაზე) სათამაშოდ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ჩვენ უნდა ვიყოთ დომინანტები ბურთის ფლობის მხრივადაც და მატჩი მათ ნახევარზე უნდა წავიყვანოთ', - განაცხადა ჩავიმ.