ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, ბეტისთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ბარსელონას ნახევარმცველმა, რიკი პუჩმა ბაიერნთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:
'ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავალთ!
ძალები აღსადგენად 3 დღე გვაქვს - ბარსელონა მიუნხენში მოსაგებად ჩავა, ეს ფინალია და ჩვენ გამარჯვების გვჯერა! ყველაფერს დავამტკიცებთ', - განაცხადა 22 წლის ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, ბარსელონას ბაიერნის წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გავიდეს, ან პარალელურ შეხვედრაში ბენფიკამ შინ დინამო კიევს ვერ უნდა მოუგოს.
აღნიშნული დაპირიპისრება ალიანს არენაზე, 8 დეკემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.